ბუნდესლიგის ფეხბურთელებმა სეზონის მოთამაშედ კაი ჰავერცი აირჩიეს
ბუნდესლიგის ფეხბურთელებმა სეზონის მოთამაშედ კაი ჰავერცი აირჩიეს

ავტორიტეტულმა გერმანულმა გამოცემა „კიკერმა“ ბუნდესლიგის კლუბებიდან 250 ფეხბურთელის ანონიმური გამოკითხვა ჩაატარა, რომლებსაც უნდა გამოევლინათ 2018-2019 წლების სეზონის მთავარი გმირები.

საუკეთესო ფეხბურთელის ნომინაციაში ლიდერი გახდა „ლევერკუზენის“ 20 წლის ნახევარმცველი კაი ჰავერცი, რომელმაც ბუნდესლიგის 34 მატჩში 17 გოლი გაიტანა და ოთხი საგოლე გადაცემა შეასრულა. ჰავერცმა ხმების 20.8 პროცენტი მიიღო და გაუსწრო „დორტმუნდის“ ფორვარდებს – მარკო როისსა (20.0 პროცენტი) და ჯეიდონ სანჩოს (14.8 პროცენტი).

სეზონის საუკეთესო მეკარედ აღიარეს „ლაიპციგის“ კარის დარაჯი პეტერ გულაში (25.6 პროცენტი). მან გაუსწრო რომან ბიურკის „დორტმუნდიდან“ (11.6), ირჟი პავლენკას „ვერდერიდან“ (10.8) და იან ზომერს „გლაბახიდან“ (10.8).

საუკეთესო მწვრთნელად ფეხბურთელებმა დაასახელეს „აინტრახტის“ დამრიგებელი ადოლფ ჰიუტერი (40.4 პროცენტი), რომელმაც აჯობა ფრიდჰელმ ფუნკელს „ფორტუნადან“ (16.8).