„ბუნდესლიგის“ ბომბარდირით რეალი დაინტერესდა
„ბუნდესლიგის“ ბომბარდირით რეალი დაინტერესდა

ლუკა იოვიჩი – ეს ის ფეხბურთელია, რომლის გადაბირებასაც „რეალი“ შეეცდება. მან მადრიდელთა შემტევი პოტენციალი უნდა გაზარდოს.

ამ მომენტისათვის, 21 წლის ფეხბურთელი „ბენფიკას“ ეკუთვნის, მაგრამ ფრანკფურტის „აინტრახტში“ იჯარის წესებით ასპარეზობს. ამ უკანასკნელს ფეხბურთელის ყიდვის ალტერნატივაც გააჩნია. საჭიროების შემთხვევაში, კლუბს მასში ექვსიდან 12 მილიონ ევრომდე საფასურის გადახდა მოუწევს. დიდი ალბათობით, „აინტრახტი“ სწორედ ამ გადაწყვეტილებას მიიღებს.

მოთამაშე ბოსნიელია, მაგრამ სერბული პასპორტი აქვს. იგი თავდამსხმელის პოზიციაზე ასპარეზობს და მისი კონტრაქტი მიმდინარე წლის ივნისამდეა ძალაში. გერმანულ კლუბთან ერთად, ლუკამ 25 თამაშში 18 გოლი გაიტანა – 13 „ბუნდესლიგაში“, ხუთი კი ევროპის ლიგაზე. მიმდინარე სეზონში, იგი „ბუნდესლიგის“ ნამდვილი აღმოჩენაა.

სწორედ ამ ფეხბურთელისკენ მიმართა მადრიდის „რეალმა“ მთელი ყურადღება, მაგრამ სწრაფი მოქმედებაც მართებს, რადგანაც ლუკათი მიუნხენის „ბაიერნიცაა“ დაინტერესებული. იოვიჩი მოქნილი ფორვარდია, მრავალფეროვნად თამაშობს და გოლებიც ეფექტურად გააქვს. აი, ასეთ მოთამაშეს ეძებს „სამეფო კლუბი“, რომლითაც საჭიროების დროს კარიმ ბენზემას ჩაანაცვლებს.