ბუნდესლიგის ბომბარდირისთვის ბრძოლაში ფავორიტი ბარსელონაა
ბუნდესლიგის ბომბარდირისთვის ბრძოლაში ფავორიტი ბარსელონაა

რამდენიმე ევროპული გრანდი აცხადებს პრეტენზიას ფრანქფურტის აინტრახტის ფორვარდ ლუკა იოვიჩზე.

21 წლის თავდამსხმელით დაინტერესებულები არიან ბარსელონა, რეალი, ბაიერნი და ჩელსი. ამასთან, ესპანური პრესის მტკიცებით, სერბისთვის ბრძოლაში ფავორიტი ბარსელონაა.

ადრე იტყობინებოდნენ, რომ რეალმა და ჩელსიმ უკვე მიმართეს 45-მილიონიანი წინადადებით აინტრახტს.
ამასთან, გერმანულმა მხარემ მიანიშნა ბარსელონას, რომ იოვიჩს 75 მილიონ ევროზე ნაკლებ თანხად არ დათმობს.

იოვიჩი ბუნდესლიგაში ბომბარდირთა დავას ლიდერობს – 20 მატჩში მას 14 გოლი აქვს გატანილი.