ბუნდესლიგის აუთსაიდერი გუნდის ფეხბურთელი კორონავირუსი დაუდგინდა
ბუნდესლიგის აუთსაიდერი გუნდის ფეხბურთელი კორონავირუსი დაუდგინდა

ბუნდესლიგის ბოლოადგილოსანმა კლუბმა „პადერბორნმა“ გამოაცხადა, რომ გუნდის ერთ-ერთ ფეხბურთელს კორონავირუსი აქვს. ლაპარაკია 20 წლის ცენტრალურ მცველ ლუკა კილიანზე.

აღსანიშნავია, რომ ფეხბურთელი ბოლო რამდენიმე კვირაა, ტრავმის გამო არ თამაშობდა.

იტყობინებიან, რომ შაბათს, „პადერბორნის” ყველა ფეხბურთელი და თანამშრომელი გაივლის ტესტირებას კორონავირუსზე.

პარასკევს, ბუნდესლიგის ხელმძღვანელობამ მიიღო გადაწყვეტილება, შეაჩეროს ჩემპიონატი მინიმუმ აპრილამდე.