ბუნდესლიგის ახალი სეზონი „ბაიერნი“-„გლადბახის“ მატჩით გაიხსნება #1TVSPORT
ბუნდესლიგის ახალი სეზონი „ბაიერნი“-„გლადბახის“ მატჩით გაიხსნება #1TVSPORT

გერმანიის ბუნდესლიგამ 2021-22 წლების სეზონის კალენდარი გამოაქვეყნა. პირველი ტური 13-15 აგვისტოს გაიმართება, ბოლო ტური – 2022 წლის 14 მაისს.

ბუნდესლიგის 59-ე სეზონის პირველ ტურში მოქმედი ჩემპიონი „ბაიერნი“ შინ მიიღებს „გლადბახს“.

ასევე პირველ ტურში ითამაშებენ:

დორტმუნდი-აინტრახტი

ვოლფსბერგი-ბოხუმი

უნიონი-ლევერკუზენი

შტუტგარტი-ფიურტი

მაინცი-ლაიპციგი

აუგსბურგი-ჰოფენჰაიმი

არმინია-ფრაიბურგი

კიოლნი-ჰერტა

გერმანიის 2021 წლის სუპერთასი 17 აგვისტოს დორტმუნდში გაიმართება – ქვეყნის თასის მფლობელი „დორტმუნდი“ ჩემპიონ „ბაიერნს“ შეხვდება.