ბუნდესლიგის 30-ე ტურის ფაქტები და სტატისტიკა
ბუნდესლიგის 30-ე ტურის ფაქტები და სტატისტიკა

გთავაზობთ გერმანიის ჩემპიონატის 30-ე ტურის ფაქტებსა და სტატისტიკას.

ფაქტები:

* „ფრაიბურგმა“ საჯარიმოს გათამაშებიდან მერვე გოლი გაიტანა, რაც ლიგაში საუკეთესო შედეგია.

* „ლაიპციგი“ 11 მატჩია არ მარცხდება, თუმცა ამ სერიისას შვიდი ფრე ითამაშა.

* „ლაიპციგმა“ შინ ზედიზედ მეოთხე და ბოლო ექვს მატჩში მეხუთე ფრე ითამაშა.

* „პადერბორნს“ 11-მატჩიანი მოუგებელი სერია აქვს.

* „ლაიპციგმა“ სტუმრად ბუნდესლიგაში თავისი მე-100 გოლი გაიტანა.

* „პადერბორნის“ ფეხბურთელმა კლაიუს გიასულამ სეზონში მე-16 გაფრთხილება მიიღო. ერთ სეზონში ბუნდესლიგაში უფრო მეტი ყვითელი ბარათი არც ერთ ფეხბურთელს არ მიუღია.

* „ლევერკუზენმა“ შინ ზედიზედ ორჯერ წააგო და ორივე მატჩში 4-4 გოლი გაუშვა.

* „ბაიერნს“ ზედიზედ ცხრა მოგება აქვს.

* „ბაიერნი“ 16 მატჩია არ მარცხდება. ამ სერიისას გუნდმა 15 მოიგო და ერთი ფრე ითამაშა.

* „ბაიერნმა“ სტუმრად მერვე მატჩი მოიგო.

* ლევანდოვსკიმ 30 გოლით შედეგიანობის პირადი რეკორდი გაიმეორა.

* ლევანდოვსკის 38 ოფიციალურ მატჩში 44 გოლი დაუგროვდა, რაც ასევე პერსონალური რეკორდია.

* ლევერკუზენელი ვირტცი 17 წლისა და 34 დღის ასაკში ბუნდესლიგის ისტორიაში გოლის ყველაზე ახალგაზრდა ავტორი გახდა. მან ნური შაჰინის რეკორდი (17 წლის და 89 დღის) გააუმჯობესა

* თომას მიულერს ორი შედეგიანი პასი შემდეგ, სეზონში 20 საგოლე გადაცემა დაუგროვდა, რაც ბუნდესლიგის ახალი რეკორდია. წინა რეკორდი (19 პასი) იყოფდნენ ემილ ფორსბერგი და კევინ დე ბრუინი.

* ვედად იბიშევიჩმა 336-ე მატჩი ჩაატარა ბუნდესლიგაში, რითაც გაუსწრო ზე რობერტოს. ახლა ის მხოლოდ კლაუდიო პისაროს, ჰალილ ალთინთოფსა და ლევან კობიაშვილს ჩამორჩება ლეგიონერებს შორის ყველაზე მეტი მატჩების რაოდენობით.

შედეგები:

ფრაიბურგი-გლადბახი 1:0

გოლი: 1:0 პეტერსენი (58)

ლაიპციგი-პადერბორნი 1:1

გოლები: 1:0 შიკი (27), 1:1 შტროდიკი (90+2)

ლევერკუზენი-ბაიერნი 2:4

გოლები: 1:0 ალარიო (10), 1:1 კომანი (27), 1:2 გორეტცკა (42), 1:3 გნაბრი (45), 1:4 ლევანდოვსკი (66), 2:4 ვირტცი (89)

აინტრახტი-მაინცი 0:2

გოლები: 0:1 ნიახატე (43), 0:2 კუნდე (77′)

ფორტუნა-ჰოფენჰაიმი 2:2

გოლები: 1:0 ჰენინგსი (5), 1:1 დაბური (16), 1:2 ცუბერი (61), 2:2 ჰენინგსი (76)

დორტმუნდი-ჰერტა 1:0

გოლი: 1:0 ემრე ჯანი (58)

გათამაშების ცხრილი

1. ბაიერნი – 70 (30 მატჩი)

2. დორტმუნდი – 63 (30)

3. ლაიპციგი – 58 (30)

4. გლადბახი – 56 (30)

5. ლევერკუზენი – 56 (30)

6. ჰოფენჰაიმი – 43 (30)

7. ვოლფსბურგი – 42 (29)

8. ფრაიბურგი – 41 (30)

9. ჰერტა – 38 (30)

ბომბარდირები

30 – ლევანდოვსკი (ბაიერნი)

25 – ვერნერი (ლაიპციგი)

17 – სანჩო (დორტმუნდი)

14 – ჰენინგსი (ფორტუნა)

გოლი+პასი

34 (30+4) – ლევანდოვსკი (ბაიერნი)

34 (25+9) – ვერნერი (ლაიპციგი)

34 (17+17) – სანჩო (დორტმუნდი)

27 (7+20) – მიულერი (ბაიერნი)

23 (12+11) – გნაბრი (ბაიერნი)