ბუნდესლიგის 27-ე ტური - შაბათის მატჩების ფაქტები და სტატისტიკა
ბუნდესლიგის 27-ე ტური - შაბათის მატჩების ფაქტები და სტატისტიკა

შაბათს, 23 მაისს, ბუნდესლიგის 27-ე ტურის მატჩები გაიმართა. შეგახსენებთ, რომ გერმანიის ჩემპიონატი ცოტა ხნის წინ განახლდა.

შედეგები:

ჰერტა-უნიონი 4:0

გოლები: 1:0 იბიშევიჩი (51), 2:0 ლუკებაკიო (52), 3:0 კუნია (61), 4:0 ბოიატა( 77)

გლადბახი-ლევერკუზენი 1:3

გოლები: 0:1 ჰავერცი (7), 1:1 ტურამი (52), 1:2 ჰავერცი (58-პენ), 1:3 ს. ბენდერი (81)

ფრაიბურგი-ვერდერი 0:1

გოლი: 0:1 ბიტენკურტი (19)

პადერბორნი-ჰოფენჰაიმი 1:1

გოლები: 0:1 სკოვი (4), 1:1 სრბენი (9)

ვოლფსბურგი-დორტმუნდი 0:2

გოლები: 0:1 რაფაელ გერეირო (32), 0:2 ჰაკიმი (78)

ბაიერნი-აინტრახტი 5:2

გოლები: 1:0 გორეტცკა (17), 2:0 მიულერი (41), 3:0 ლევანდოვსკი (46), 3:1 ჰინტერეგერი (52), 3:2 ჰინტერეგერი (55), 4:2 დევისი (61), 5:2 ჰინტერეგერი (74-საკ. კარში)

ფაქტები:

* კუნიამ „ჰერტას“ რიგებში ჩატარებულ ექვს მატჩში ხუთი გოლი მიიღო მონაწილეობა – 4+1.

* „უნიონმა“ ზედიზედ მესამედ წააგო.

* კაი ჰავერცმა ბოლო 10 მატჩში მინიმუმ ერთ გოლში იღებდა მონაწილეობას – 9 გოლი და 6 პასი.

* „ლევერკუზენმა“ ზედიზედ მესამედ მოიგო და შვიდი ტურია დაუმარცხებელია.

* „დორტმუნდმა“ ზედიზედ მეექვსედ მოიგო.

* „დორტმუნდს“ 2020 წელს ჩატარებულ 10 მატჩში ცხრა მოგება აქვს.

* 17-17 საგოლე პასით ჯეიდონ სანჩო და თომას მიულერი ბუნდესლიგის ლიდერები არიან.

* შეწყდა „ვოლფსბურგის“ შვიდმატჩიანი წაუგებელი სერია.

* „დორტმუნდმა“ ვოლფსბურგში ზედიზედ მეხუთედ მოიგო.

* 27 ტურის შემდეგ, „დორტმუნდს“ 74 გოლი დაუგროვდა, რაც საკლუბო რეკორდია.

* მატს ჰუმელსმა ბუნდესლიგაში „დორტმუნდის“ მაისურით 250-ე მატჩი ჩაატარა.

* „პადერბორნი“ რვა ტურია ვერ იგებს, შინ კი ხუთი მატჩია არ მოუგია.

* „ჰოფენჰაიმს“ შვიდი ტურია, არ მოუგია.

* „ბაიერნმა“ ზედიზედ მეექვსე ტურში მოიგო.

* „ბაიერნი“ 13 ტურია, არ მარცხდება.

* რობერტ ლევანდოვსკი მეორე ფეხბურთელი გახდა გერდ მიულერის შემდეგ, ვისაც 27 ტურში 27 გოლი დაუგროვდა.

* „ბაიერნი“ პირველი გუნდი გახდა ბუნდესლიგის ისტორიაში, რომელსაც 27 ტურში 80 გოლი დაუგროვდა.

* „ბაიერნმა“ ზედიზედ მეთერთმეტედ დაამარცხა „აინტრახტი“ საკუთარ მოედანზე. ეს სერია 2007 წლიდან იღებს სათავეს.

სატურნირო მდგომარეობა:

1. ბაიერნი – 61 ქულა (27 მატჩი)

2. დორტმუნდი – 57 (27)

3. ლევერკუზენი – 53 (27)

4. გლადბახი – 52 (27)

5. ლაიპციგი – 51 (26)

6. ვოლფსბურგი – 39 (27)

7. ფრაიბურგი – 37 (27)

8. შალკე – 37 (26)

9. ჰოფენჰაიმი – 36 (27)

ბომბარდირები

27 – ლევანდოვსკი (ბაიერნი)

21 – ვერნერი (ლაიპციგი)

14 – სანჩო (დორტმუნდი)

12 – კუაისონი (მაინცი)

გოლი+პასი

31 (27+4) – ლევანდოვსკი (ბაიერნი)

31 (14+17) – სანჩო (დორტმუნდი)

29 (21+8) – ვერნერი (ლაიპციგი)

24 (7+17) – მიულერი (ბაიერნი)

დატოვე კომენტარი