„ბუნდესლიგის“ 26-ე ტური - კვირის მატჩების ფაქტები და სტატისტიკა
„ბუნდესლიგის“ 26-ე ტური - კვირის მატჩების ფაქტები და სტატისტიკა

შედეგები

კიოლნი-მაინცი 2:2

გოლები: 1:0 უტი (6-პენ), 2:0 კაინცი (53), 2:1 ავონი (61), 2:2 კუნდე (72)

უნიონი-ბაიერნი 0:2

გოლები: 0:1 ლევანდოვსკი (40), 0:2 პავარი (80)

ფაქტები

* „ბაიერნმა“ ზედიზედ მეხუთე მატჩი მოიგო ბუნდესლიგაში.

* „ბაიერნს“ გერმანიის ჩემპიონატში 12-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს, რომლის დროსაც 11 მატჩი მოიგო და ერთი ფრედ დაასრულა.

* „ბაიერნმა“ სტუმრად ზედიზედ მეხუთედ გაიმარჯვა.

* „ბაიერნს“ ზედიზედ 16 ოფიციალური მატჩი არ წაუგია.

* რობერტ ლევანდოვსკი მხოლოდ მეორე ფეხბურთელია ბუნდესლიგის ისტორიაში, ვისაც 26 ტურში 26 გოლი დაუგროვდა.

* ბენჯამინ პავარის გოლი 750-ე იყო ბუნდესლიგის წლევანდელ გათამაშებაში. ამ სეზონში გერმანიის ჩემპიონატის ერთ მატჩში საშუალოდ 3.2 გოლი გადის.

სატურნირო მდგომარეობა

1. ბაიერნი – 58 ქულა (26 მატჩი)

2. დორტმუნდი – 54 (26)

3. გლადბახი – 52 (26)

4. ლაიპციგი – 51 (26)

5. ლევერკუზენი – 47 (25)

6. ვოლფსბურგი – 39 (26)

7. ფრაიბურგი – 37 (26)

8. შალკე – 37 (26)

ბომბარდირები

26 – ლევანდოვსკი (ბაიერნი)

21 – ვერნერი (ლაიპციგი)

14 – სანჩო (დორტმუნდი)

12 – კუაისონი (მაინცი)

გოლი+პასი

30 (26+4) – ლევანდოვსკი (ბაიერნი)

30 (14+16) – სანჩო (დორტმუნდი)

29 (21+8) – ვერნერი (ლაიპციგი)

22 (6+16) – მიულერი (ბაიერნი)