ბუნდესლიგაში უკვე მეორე გუნდში შეიცვალა მწვრთნელი

20:34, 28.09.2020

ბუნდესლიგის ახალი გათამაშება ორი ტურია რაც დაიწყო, მაგრამ უკვე ორ გუნდში შეიცვალა მწვრთნელი. „შალკეს“ შემდეგ, მთავარი მწვრთნელი დაითხოვა „მაინცმა“ – პოსტი დაატოვებინეს აჩიმ ბაიერლორცერს.

„იმედგაცრუებული ვარ კლუბის გადაწყვეტილებით. მიუხედავად ამისა, „მაინცს“ მომავალში ყველაფერს საუკეთესოს ვუსურვებ“, – განაცხადა ბაიერლორცერმა.

გუნდი ჩაიბარა იან-მორიც ლიხტემ, რომელიც წინა მწვრთნელის შტაბში შედიოდა.

ბაიერლორცერი „მაინცს“ 2019 წლის ნოემბრიდან წვრთნიდა. გასულ სეზონში გუნდმა მე-13 ადგილი დაიკავა. ახალი ჩემპიონატი „მაინცმა“ ორი წაგებით დაიწყო და გათამაშების ცხრილში მე-17 ადგილზეა.

მსგავსი