ბუნდესლიგაში რესტარტის შემდეგ საუკეთესო ფეხბურთელი უნდა გამოავლინონ
ბუნდესლიგაში რესტარტის შემდეგ საუკეთესო ფეხბურთელი უნდა გამოავლინონ

ბუნდესლიგამ დაასახელა ნომინანტები მაისის საუკეთესო ფეხბურთელის პრიზზე. სიაში ვერ მოხვდნენ „დორტმუნდისა“ და „ბაიერნის“ ფორვარდები – ერლინგ ჰალანდი და რობერტ ლევანდოვსკი.

მარტის საუკეთესო მოთამაშის პრიზზე ნომინანტების სია:

კრისტოფ ბაუმგარტნერი (ჰოფენჰაიმი), აშრაფ ჰაკიმი (დორტმუნდი), კაი ჰავერცი (ლევერკუზენი), ჯოშუა კიმიხი (ბაიერნი), ბენჟამენ პავარი (ბაიერნი), ტიმო ვერნერი (ლაიპციგი).

გერმანიის ჩემპიონატის განახლებიდან ხუთი ტური გავიდა. ლიდერი „ბაიერნია“, რომელიც „დორტმუნდს“ შვიდი ქულით უსწრებს.