ბუნდესლიგაში გასვლითი მოგებების რეკორდი დამყარდა
ბუნდესლიგაში გასვლითი მოგებების რეკორდი დამყარდა

გერმანულმა კლუბებმა გასვლაზე მოგებების რაოდენობით, ქვეყნის ჩემპიონატის რეკორდი განაახლეს.

ბუნდესლიგის 31-ე ტურში მასპინძლების წაგებით ექვსი მატჩი დასრულდა. ამით, მიმდინარე სეზონში გასვლაზე მოგებების რაოდენობამ 106 შეადგინა. წინა რეკორდი იყო 102 მოგება 2011-12 წლების სეზონში.

გერმანიის ჩემპიონატის დასრულებამდე სამი ტურია დარჩენილი.

გათამაშების ცხრილს ლიდერობს „ბაიერნი“, რომელმაც 31 ტურის შემდეგ 73 ქულა დააგროვა. მეორე ადგილზე მყოფი „დორტმუნდი“ მიუნხენელებს შვიდი ქულით ჩამორჩება.