ბუნდესლიგაში ფანებს სტადიონებზე დაუშვებენ
ბუნდესლიგაში ფანებს სტადიონებზე დაუშვებენ

მომავალი სეზონიდან ბუნდესლიგის მატჩებზე მაყურებელს დააბრუნებენ.

გერმანიის საფეხბურთო ლიგამ გამოაქვეყნა პროტოკოლი, რომელშიც არენებზე ფანების მოქცევის წესებია ჩამოთვლილი. ამ პროტოკოლის მიხედვით, სტადიონებზე შენარჩუნებული უნდა იყოს უსაფრთხოება და თავიდან უნდა აიცილონ კორონავირუსის გავრცელება. ძირითადი მოთხოვნა იქნება სოციალური დისტანციის დაცვა – ტრიბუნების სრულად შევსებაზე ჯერ ლაპარაკი არ არის. გარდა ამისა, მინიმუმ ნოემბრამდე არ იქნება გახსნილი ფეხზე დასადგომი ტრიბუნები.

არსებობს სხვა მოთხოვნებიც – ალკოჰოლური სასმელების სრული აკრძალვა. კალენდარული წლის ბოლომდე, არენებზე დაუშვებენ მხოლოდ მასპინძელი გუნდის გულშემატკივრებს. გერმანიის საფეხბურთო ლიგას მიაჩნია, რომ სტუმარი გუნდის ფანების გადაადგილებამ შესაძლოა ვირუსის გავრცელების პროვოცირება მოახდინოს.

ბუნდესლიგის ახალი გათამაშება 18 სექტემბერს დაიწყება.