ბუნდესლიგამ 2018-19 წლების საუკეთესო გოლი აარჩია (ვიდეო)

08:38, 22.06.2019

გერმანიის ბუნდესლიგის თაყვანისმცემლებმა გამოკითხვის შედეგად გამოავლინეს 2018-19 წლების საუკეთესო გოლი. მისი ავტორი გახდა „ბაიერნის“ ნახევარმცველი ფრანკ რიბერი, რომელმაც სეზონის შემდეგ დატოვა გუნდი.

საუკეთესოდ აღიარეს გოლი, რომელიც 36 წლის ფრანგმა „აინტრახტის“ (5:1) კარში 34-ე ტურში გაიტანა. სათამაშო მომენტში რიბერიმ ორი მცველი მოატყუა და შემდეგ მეკარეს თავზე გადაუგდო ბურთი.

ეს გოლი ბოლო აღმოჩნდა რიბერისთვის „ბაიერნში“. მიუნხენურ კლუბში გატარებული 12 სეზონის განმავლობაში, ფრანგმა 124 გოლი დააგროვა.

მსგავსი