ბუნდესლიგა ყველაზე შედეგიანი ლიგაა, პსჟ - ყველაზე შედეგიანი კლუბი
ბუნდესლიგა ყველაზე შედეგიანი ლიგაა, პსჟ - ყველაზე შედეგიანი კლუბი

გერმანიის ბუნდესლიგა 2018-2019 წლების სეზონში ყველაზე შედეგიანი საფეხბურთო ლიგა გახდა ევროპის TOP5-ქვეყნების ჩემპიონატებიდან.

გასულ სეზონში, გერმანიის ჩემპიონატში საშუალოდ მატჩში 3.18 გოლი გადიოდა. ამ მაჩვენებლით მეორე ადგილზე გავიდა ინგლისის პრემიერლიგა (2.82). პირველ სამეულშია იტალიის სერია A (2.68).

მეოთხე და მეხუთე ადგილებზე არიან მცირე სხვაობით – ესპანეთის პრიმერა (2.59) და ფრანგული ლიგა 1 (2.56).
კლუბებს შორის ყველაზე შედეგიანი იყო „პარი სენ-ჟერმენი“. ლიგა 1-ში ჩატარებულ 38 მატჩში პარიზელებმა 105 გოლი გაიტანეს. ამ მაჩვენებლით მეორე ადგილზეა პრემიერლიგის ჩემპიონი „მანჩესტერ სიტი“ – 95 გოლი (38 მატჩი). შედეგიანობით მესამეზეა „ბარსელონა“, რომელმაც ასევე 38 მატჩში 90 გოლი დააგროვა.

პირველი ხუთეული შეავსეს „ლივერპულმა“ (89) და „ბაიერნმა“ (88). ამასთან, „ბაიერნმა“ პირველ ოთხეულზე ოთხით ნაკლები მატჩი ჩაატარა.

ლიდერებს შორის არ არის სერია A-ს არცერთი გუნდი. გასულ სეზონზე იტალიაში ყველაზე შედეგიანი იყო „ატალანტა“ (77 გოლი).