ბუნდესლიგა მატჩებზე 239 ადამიანის დაშვებას გეგმავს, მათ შორის, 30 ჟურნალისტი იქნება

09:43, 08.04.2020

გერმანიის საფეხბურთო ლიგას (DFL) გადაწყვეტილი აქვს ნებისმიერ შემთხვევაში დაასრულოს ბუნდესლიგის წლევანდელი სეზონი.

გაზეთ „ბილდის“ მონაცემებით, DFL-ში უკვე შეიმუშავეს ხალხის არენებზე დაშვების გეგმა.

ადამიანების საერთო რაოდენობა სტადიონზე 239-მდე იქნება შეზღუდული. ორივე გუნდიდან სტადიონზე ჯამში მხოლოდ 126 ადამიანი მოხვდება – მოთამაშეები, აგრეთვე, სამწვრთნელო შტაბების წევრები და ექიმები – მაქსიმუმ რვა ადამიანი.

ტრიბუნებზე იქნება 30 ჟურნალისტი და ტელევიზიის 36 წარმომადგენელი. ბურთების მიმწოდებელი ბავშვების რაოდენობა 12-დან ოთხამდე შემცირდება. ტრიბუნებზე ჯამში 113 ადამიანი იქნება. თითოეულ კლუბს ნებას დართავენ დელეგაციაში დამატებით რვა-რვა ადამიანი შეიყვანონ.

მატჩების დროს გულშემატკივრები და VIP-სტუმრები ტრიბუნებზე არ იქნებიან.

მსგავსი