ბულგარული მედია - გიორგი წიტაიშვილი, შესაძლოა, სოფიის ცსკა-ში გადავიდეს #1TVSPORT
ბულგარული მედია - გიორგი წიტაიშვილი, შესაძლოა, სოფიის ცსკა-ში გადავიდეს #1TVSPORT

გიორგი წიტაიშვილმა, შესაძლოა, მალე ჩემპიონატი შეცვალოს და ბულგარეთში გადავიდეს. მისი დამატებით სოფიის ცსკა დაინტერესდა, – ინფორმაციას გამოცემა Gol-ის ბულგარული ბიურო ავრცელებს.

ფეხბურთელის ტრანსფერი კიევის „დინამოს“ ეკუთვნის, მიმდინარე სეზონში კი 24 წლის ქართველი გარემარბი იჯარით ლა ლიგა 2-ის გუნდში, „გრანადაში“ თამაშობს.

„მიმდინარე სეზონში სოფიის ცსკა-ს სკაუტები პირადად ესწრებოდნენ წიტაიშვილის მონაწილეობით ოთხ მატჩს და მან მათზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა.

საქართველოს ნაკრების ნახევარმცველის თაობაზე ბულგარული კლუბის წარმომადგენლები კიევის „დინამოს“ ხელმძღვანელობას დაუკავშირდნენ და ტრანსფერზე მოლაპარაკებას უკვე აწარმოებენ“, – ამტკიცებს გამოცემა Gol-ი.

ქართველმა გარემარბმა მიმდინარე სეზონში „გრანადაში“ ყველა ტურნირზე 15 მატჩი ჩაატარა. მის ანგარიშზე ერთი გოლი და ერთი საგოლე გადაცემაა. ესპანურ კლუბთან საიჯარო ხელშეკრულება კი ძალაში 2025 წლის ზაფხულამდეა.