ბულგარული გამოცემა - თუ „გრანადა“ ლა ლიგაში ვერ გადავა, სოფიის ცსკა გიორგი წიტაიშვილს დაიმატებს #1TVSPORT
„გრანადის“ ქართველმა ნახევარმცველმა, გიორგი წიტაიშვილმა, რომელიც ესპანეთში კიევის „დინამოდან“ იჯარით გადავიდა, შესაძლოა, კარიერა სოფიის ცსკა-ში გააგრძელოს, – იტყობინება გამოცემა Blitz-ი.
„სოფიის ცსკა წიტაიშვილს იმ შემთხვევაში დაიმატებს, თუ „გრანადა“ ლა ლიგაში ვერ გადავა. ბულგარული კლუბის წარმომადგენლები წიტაიშვილთან ინტენსიურ მოლაპარაკებებს აწარმოებენ, კონკრეტული დეტალები სეზონის ბოლოს გახდება ცნობილი“, – ამტკიცებს ბულგარული გამოცემა.
საქართველოს ნაკრების 24 წლის ფეხბურთელს კიევის „დინამოსთან“ კონტრაქტი 2026 წლამდე აკავშირებს, „გრანადასთან“ საიჯარო ხელშეკრულება კი 2025 წლის ზაფხულში უმთავრდება.
ლა ლიგა 2-ში „გრანადა“ 59 ქულით მე-7 ადგილზეა. მიმდინარე სეზონში წიტაიშვილმა 36 მატჩი ჩაატარა, 5 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა მიითვალა.