ბულგარული გამოცემა - საქართველოს ნაკრებთან მარცხის გამო ბულგარეთის ნაკრების მწვრთნელი გადადგა #1TVSPORT
ბულგარული გამოცემა - საქართველოს ნაკრებთან მარცხის გამო ბულგარეთის ნაკრების მწვრთნელი გადადგა #1TVSPORT

დადასტურდა საქართველოსა და ბულგარეთის საფეხბურთო მატჩის (3:0) შემდეგ გავრცელებული ინფორმაცია, რომ ბულგარეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ილიან ილიევი პოსტს ტოვებს – ამის შესახებ გამოცემა dsport-ი უფრო დეტალურ ინფორმაციას ავრცელებს.

ილიან ილიევი ბულგარეთის ეროვნული ნაკრების მწვრთნელი აღარ იქნება. ეს ყველაფერი გამოწვეულია გუნდში არსებული უზარმაზარი დაძაბულობით. აქამდე გამოცდილი სპეციალისტი, ეროვნულ ნაკრებთან ერთად, „ჩერნო მორეში“ მუშაობდა. ახლა ის მხოლოდ საკლუბო საქმიანობაზე იქნება კონცენტრირებული.

ამ ეტაპზე გაურკვეველია, ვინ შეცვლის მას, მაგრამ, dsport-ის წყაროების ცნობით, ბულგარეთის ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობას გამოცდილი მწვრთნელის მიწვევა სურს. ამჟამად ასეთი კანდიდატები არიან დიმიტარ დიმიტროვი, სტოიჩო მლადენოვი და ლიუბო პენევი. როგორც ჩანს, მთავარი ფავორიტი დიმიტარ დიმიტროვია, დანარჩენების შანსები კი შედარებით მცირეა“, – ამტკიცებს ბულგარული გამოცემა.