ბულგარული გამოცემა - გიორგი წიტაიშვილისთვის სოფიის ცსკა-ში გადასვლა პრიორიტეტული არ არის #1TVSPORT
ბულგარული გამოცემა - გიორგი წიტაიშვილისთვის სოფიის ცსკა-ში გადასვლა პრიორიტეტული არ არის #1TVSPORT

გიორგი წიტაიშვილის „გრანადამ“ ესპანეთის ლა ლიგა 2-ში მეშვიდე ადგილი დაიკავა და ლა ლიგაში ვერ გადავიდა. ქართველ ფეხბურთელს (რომელიც „გრანადაში“ იჯარით თამაშობდა) კლუბთან კონტრაქტი დაუსრულდა და, შესაძლოა, სოფიის ცსკა-ში გადავიდეს, – ამის შესახებ ბულგარული გამოცემა „სპორტალი“ წერს.

„მიუხედავად იმისა, რომ „გრანადამ“ ლა ლიგის საგზური ვერ მოიპოვა, კლუბის სამწვრთნელო შტაბს ძალიან უნდოდა წიტაიშვილის შენარჩუნება. მთავარმა მწვრთნელმა, ხოსე პაჩეტამ კლუბის ხელმძღვანელობას თხოვნით მიმართა, ქართველი მომავალი სეზონისთვისაც დაეტოვებინათ, მაგრამ ეს ვერ ხერხდება, რადგან ესპანურ კლუბს შესაბამისი ფინანსური შესაძლებლობები არ აქვს.

წიტაიშვილი კიევის „დინამოში“ დაბრუნდება, რომელსაც მისი ტრანსფერი ეკუთვნის. უკრაინულ კლუბში მას რატომღაც არ აფასებენ, რაც „დინამოს“ ბოლოდროინდელი კრიზისის ფონზე მართლაც გასაკვირია. ცნობილია, რომ უკრაინაში დაბრუნება წიტაიშვილსაც არ სურს.

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელის დამატებას სოფიის ცსკა ცდილობს. თუმცა ბულგარულ კლუბში გადასვლა ქართველი ფეხბურთელისთვის პრიორიტეტული არ არის, რადგან მომავალ სეზონში ცსკა ევროთასებზე ვერ ითამაშებს“, – ამტკიცებს გამოცემა „სპორტალი“.