ლაშა დვალი კარიერას ბულგარულ ცსკა-ში გააგრძელებს, – ინფორმაციას ბულგარული გამოცემა Fakti ავრცელებს.
„ცსკა-მ ტრანსფერი განახორციელა. კლუბმა საქართველოს ნაკრების მცველი ლაშა დვალი დაიმატა. გარიგების შესახებ კლუბის მფლობელმა, ცვეტომირ ნაიდენოვმა განაცხადა.
დვალი თავისუფალი აგენტი გახდა მას შემდეგ, რაც ზაფხულში ნიქოზიის აპოელ-ი დატოვა. 30 წლის ცენტრალური მცველი ბოლო სამი სეზონის განმავლობაში კვიპროსულ კლუბში ასპარეზობდა, მანამდე კი უნგრული „ფერენცვაროშის“ შემადგენლობაში თამაშობდა.
მის კარიერაში ასევე ფიგურირებს ისეთი კლუბები, როგორებიცაა: ლატვიური „სკონტო“, ინგლისური „რედინგი“, თურქული „კასიმფაშა“, გერმანული „დუისბურგი“, ყაზახური „ირტიში“, პოლონური „შლონკი ვროცლავი“ და „პოგონ შჩეცინი“.
დვალმა საქართველოს ნაკრების მაისურით 45 მატჩი ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა. ის გასულ ზაფხულს ევროპის ჩემპიონატზეც ბრწყინავდა“, – დაწერა გამოცემამ.