ბულგარეთმა საქართველოსთან მატჩამდე შემადგენლობა დაასახელა #1TVSPORT
ბულგარეთმა საქართველოსთან მატჩამდე შემადგენლობა დაასახელა #1TVSPORT

ერთა ლიგის C4 ჯგუფში საქართველოს ნაკრების მეტოქემ, ბულგარეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა იასენ პეტროვმა ტურნირის სტარტამდე ორი კვირით ადრე, შეკრებაზე გამოძახებული ფეხბურთელები დაასახელა.

მეკარეები – ნიკოლაი მიხაილოვი (ლევსკი), სვეტოსლავ ვუცოვი (სლავია), ივან დიულგეროვი (ჩერნო მორე)

მცველები – პეტკო ხრისტოვი (სპეცია, იტალია), ანდრეა ხრისტოვი (კოზენცა, იტალია), ივან ტურიცოვი (ცსკა სოფია), ანტონ ნედიალკოვი (ლუდოგორეცი), ედისონ იორდანოვი (ვესტერლო, ბელგია), ბოჟიდარ ჩორბაჟისკი (სტალი, პოლონეთი), პლამენ გალაბოვი (მაკაბი ნეთანია, ისრაელი), ვიქტორ პოპოვი (ჩერნო მორე)

ნახევარმცველები – გეორგი მილანოვი, ფილიპ კრასტევი, ადრიან კრაევი (ყველა – ლევსკი), გიორგი კოსტადინოვი (არსენალი, რუსეთი), ტოდორ ნედელევი (ბოტევი),კრისტიან მალინოვი (ლეუვენი, ბელგია), ივაილო ხოჩევი (ცსკა სოფია), დომინიკ იანკოვი (ლუდოგორეცი)

თავდამსხმელები – კირილ დესპოტოვი (ლუდოგორეცი), ათანას ილიევი (ასკოლი, იტალია), გეორგი იომოვი (ცსკა სოფია), გეორგი მინჩევი (რიგა, ლატვია), რადოსლავ კირილოვი (სლავია), მარტინ მინჩევი (სპარტა, ჩეხეთი)

ბულგარელები ორჯერ გვეთამაშებიან – 2 ივნისს სოფიაში გვიმასპინძლებენ, ხოლო 12 ივნისს თბილისში გვესტუმრებიან. ამას გარდა, იასენ პეტროვის გუნდი 2 ივნისს სკოპიეში ჩრდილოეთ მაკედონიას ესტუმრება, ხოლო 9-ში – გიბრალტარს.