ბულგარეთის ნაკრებს ერთა ლიგამდე საკადრო პრობლემები შეექმნა #1TVSPORT
ბულგარეთის ნაკრებს ერთა ლიგამდე საკადრო პრობლემები შეექმნა #1TVSPORT

ერთა ლიგაზე საქართველოს ნაკრების მეტოქეს, ბულგარეთს სერიოზული საკადრო პრობლემები შეექმნა.

იასენ პეტროვის გუნდი ერთა ლიგის C4 ჯგუფის პირველ მატჩში ჩრდილოეთ მაკედონიას ესტუმრება. პეტროვი იძულებული გახდა, გუნდში ცვლილებები შეეტანა. სოფიას „ლევსკის” ნახევარმცველი ფილიპ კრასტევი ბულგარეთის სასტარტო შემადგენლობაში სკოპიეში გასამართ მატჩში კრისტიან მალინოვს შეცვლის. ბელგიურ „ლეუვენში“ გამოსული მალინოვი ტკივილებს უჩიოდა და მწვრთნელმა მისი კრასტევით ჩანაცვლება გადაწყვიტა.

იასენ პეტროვს სხვა საკადრო პრობლემებიც აქვს. ტრავმების გამო ბულგარეთს ვერ დაეხმარებიან ედისონ იორდანოვი, რადოსლავ კირილოვი და გეორგი იომოვი, გიორგი ჯომოვი და პლამენ გალაბოვი. მათ გუნდთან ერთად ბოლო ვარჯიში არ ჩაუტარებიათ. ჟომოვი სოფიას ცსკა-ს თავდამსხმელია, რომელიც რამდენიმე დღის წინ იყო ინციდენტის მონაწილე, რომელიც სროლაში გადაიზარდა. გალაბოვი კი ნეთანიას „მაკაბის“ მცველია.

ბულგარული მედია იუწყება, რომ ბულგარეთი მატჩს კარში ნიკოლაი მიხაილოვით დაიწყებს, დაცვაში ანტონ ნეჟალკოვი, ივან ტურიკოვი და ძმები ანდრეა და პეტკო ხრისტოვები იქნებიან. კრასტევის გარდა, ნახევარდაცვაში ივაილო კოჩევი და თოდორ ნედელევიც ითამაშებენ. ფლანგებზე გეორგი მილანოვი და კირილ დესპოდოვი იქნებიან, ხოლო შეტევაში – ათანას ილიევი.

შეგახსენებთ, რომ ბულგარეთის ნაკრებს საქართველოს ნაკრები 5 ივნისს რაზგრადში ესტუმრება.