ბულგარეთის ნაკრების ტექნიკური დირექტორი საქართველოსთან მატჩზე – ჩვენ არცერთ შეხვედრაში ფავორიტები არ ვართ #1TVSPORT

14:06, 06.09.2025

ბულგარეთის ნაკრების ტექნიკურმა დირექტორმა, კირილ კოტევმა საქართველოს ნაკრებთან მოახლოებული მატჩის შესახებ ისაუბრა.

„ჩვენ გვესმის, როგორი მატჩი გველოდება თბილისში. იმედი მაქვს, ბევრად უკეთეს თამაშს ვაჩვენებთ და მაქსიმალურად გამოვიყენებთ ჩვენს შესაძლებლობებს. კაპიტანი კირილ დესპოდოვი არ არის, მაგრამ სხვა მოთამაშეებიც გვაკლია. ზოგიერთს მცირე ტრავმა აქვს, თუმცა ვიმედოვნებ, რომ თამაშისთვის ყველა მზად იქნება.

ესპანეთთან შეხვედრის შემდეგ ძალების აღსადგენად ცოტა დრო გვქონდა. უსიამოვნო მარცხი იყო, მაგრამ ნახეთ, როგორი გუნდის წინაშე აღმოვჩნდით. მოედანზე გავალთ, რათა ბევრად უკეთესი თამაში ვაჩვენოთ და იმედი მაქვს, ქულებს დავაგროვებთ. საქართველოს ნაკრები სწრაფად ვითარდებოდა და ჩვენთვის ეს საკმაოდ რთული დაპირისპირება იქნება. იმედი მაქვს, შანსებს გამოვიყენებთ. ჩვენ არცერთ მატჩში ფავორიტები არ ვართ. სადაც რაღაცის მიღწევას მოვახერხებთ, ყველაფერი გაგვიხარდება“, – განაცხადა კირილ კოტევმა.

 

მსგავსი