ბულგარეთის ნაკრების კაპიტანი - კლასის ნაკლებობას გუნდური სულისკვეთებით ვაბალანსებთ #1TVSPORT
ბულგარეთის ნაკრების კაპიტანი - კლასის ნაკლებობას გუნდური სულისკვეთებით ვაბალანსებთ #1TVSPORT

ბულგარეთის ნაკრების კაპიტანმა, ანტონ ნედიალკოვმა საქართველოსთან მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩის შესახებ „დინამო არენაზე“ გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

„კლასის ნაკლებობას გუნდური სული და გუნდური თამაში აბალანსებს. გასახდელში ეს ყველას ესმის და ხვალ გუნდურ თამაშს და გუნდურ სულისკვეთებას იხილავთ – ეს ბულგარეთის ნაკრების ძლიერი მხარეა. მოტივაცია არ უნდა დაგვეკარგოს იმის გამო, რომ საქართველოს ნაკრებში ძლიერი მოთამაშეები არიან. პირიქით, ამან განვითარების სტიმული უნდა მოგვცეს.

საკუთარ თავს სულ ამას ვეუბნებით, ესპანეთთან დავმარცხდით, მაგრამ დემოტივირებულები არ უნდა ვიყოთ.

რაც შეეხება საქართველოს ნაკრებს, ეს ძალიან ძლიერი გუნდია, ძლიერი ფეხბურთელებით. ამიტომ ვიცით, რომ რთული მატჩი გველის. თუ ერთად არ დავდგებით და გუნდურად არ ვითამაშებთ, წარმატების შანსი საერთოდ არ გვექნება“, – განაცხადა ნედიალკოვმა.