ბულგარეთის ნაკრების კაპიტანი - ესპანეთთან უკეთ ვითამაშეთ, ვიდრე საქართველოსთან #1TVSPORT
ბულგარეთის ნაკრების კაპიტანმა, ანტონ ნედიალკოვმა კომენტარი გააკეთა საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ „დინამო არენაზე“ გამართულ თამაშზე, რომელიც მისი გუნდის მარცხით (0:3) დასრულდა.
„საგოლე მომენტების დროს ქართველებმა უფრო კარგად ითამაშეს, ვიდრე ჩვენ და ცოტათი უფრო გაუმართლათ. ესპანეთთან უკეთესი მატჩი ჩავატარეთ, ვიდრე დღეს. წინ კიდევ ბევრი სამუშაო გვაქვს – ინდივიდუალურად და გუნდურად გაზრდა გვჭირდება. შესაძლოა, სწორედ ამიტომ ვუშვებთ ბევრ გოლს.
ზოგადად ბულგარულ ფეხბურთის დონე დღეისათვის არც ისე მაღალია. მხოლოდ 2-3 გუნდია ლოკომოტივის როლში და დანარჩენი განვითარებას ელოდება. ბულგარელ ფეხბურთელებს მეტი სათამაშო დრო სჭირდებათ, რათა განვითარდნენ, შემდეგში ეროვნულ ნაკრებს რომ გამოადგნენ.
ძალიან მომწონს როზენ ბოჟინოვისა და ემილ ცენოვის თამაში. ისინი ნამდვილი ტალანტები არიან. ასეც უნდა იყოს – მათ არ უნდა შეწყვიტონ მუშაობა და განვითარება. შესანიშნავი თვისებები აქვთ და თუ იმავე სულისკვეთებით განაგრძობენ შრომას, მალე ბულგარეთის ნაკრების წამყვანი ფიგურები გახდებიან“.