ბულაშვილის 22 ქულა და პირველი მარცხი ესპანეთში

09:23, 29.10.2018

ლუკა ბულაშვილის „კულერედომ“ ესპანეთის რანგით მეოთხე ლიგაში პირველი მარცხი განიცადა, თუმცა ქართველი ლეგიონერი კვლავ საუკეთესო იყო.

„კულერედო“ „როსალიას“ ესტუმრა და 69:88 წააგო, ბულაშვილი კი სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და 37 წუთში 22 ქულა, 7 მოხსნა (3 შეტევაში), 4 პასი და 2 ჩაჭრა მოაგროვა. ლუკამ შვიდიდან ორი ორქულიანი და 17-დან ექვსი სამქულიანი ჩააგდო, ბურთი 2ორჯერ დაკარგა, ორი პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 4-ჯერ დაჯარიმდნენ.

„კულერედოს“ ორი მოგება და ერთი მარცხი მოუგროვდა და სატურნირო ცხრილში მეხუთე ადგილზეა, მომდევნო მატჩს კი 3 ნოემბერს, „აგუსტინოს ლეკლერკთან“ ჩაატარებს. ვთქვათ ისიც, რომ სამი ტურის თავზე, ბულაშვილის საშუალო მონაგარი 28.3 ქულაა.

 

საქართველოს კალათბურთის ფედერაცია – GBF.GE

მსგავსი