ბუკმეიკერთა რეკლამის აკრძალვით, ესპანური კლუბები 80 მილიონს დაკარგავენ

12:58, 12.07.2020

ესპანეთის მთავრობამ შეადგინა კანონპროექტი, რომელიც აუკრძალავს სპორტულ კლუბებს საბუკმეიკერო კომპანიების რეკლამას.

ამ მომენტისთვის, პრიმერა დივიზიონის რვა კლუბს ჰყავს სპონსორად ტოტალიზატორი: „ვალენსიას“, „სევილიას“, „ოსასუნას“, „ლევანტეს“, „ლეგანესს“, „ალავესს“, „გრანადასა“ და „მალიორკას“.

კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, კლუბების ფინანსური დანაკარგი თითქმის 80 მილიონ ევროს გაუტოლდება. დასახელებულ კლუბებს მაისურებიდან სპონსორების სახელების მოშორება მოუწევთ.

კიდევ უფრო მეტად დაზარალდებიან მეორე და მესამე დივიზიონის გუნდები – ისინი, პრაქტიკულად, შემოსავლის ძირითადი წყაროს გარეშე დარჩებიან.

მსგავსი