ბუკმეიკერებს ეჭვი ეპარებათ, რომ ჩემპიონთა ლიგა და ევროპის ლიგა 2020 წლის 1 სექტემბრამდე დასრულდება
ბუკმეიკერებს ეჭვი ეპარებათ, რომ ჩემპიონთა ლიგა და ევროპის ლიგა 2020 წლის 1 სექტემბრამდე დასრულდება

საბუკმეიკერო ოფისების ანალიტიკოსები იღებენ ფსონებს იმაზე – გამოვლინდებიან თუ არა გამარჯვებულები 2019-20 წლების ჩემპიონთა ლიგაზე და ევროპის ლიგაზე.

ორივე შემთხვევაში კოეფიციენტი იმაზე, რომ ტურნირი არ დასრულდება 2020 წლის პირველი სექტემბრისთვის, 1.80-ის ტოლია, რაც შეადგენს 52-პროცენტიან ალბათობას.

კოეფიციენტი იმაზე, რომ შემოდგომის დასაწყისისთვის ევროთასების ტურნირები დასრულებული იქნება, 1.95-ს (48-პროცენტიან ალბათობა) უდრის.

ადრე გახდა ცნობილი, რომ კორონავირუსის პანდემიის პირობებში, უეფა განიხილავს სხვადასხვა ვარიანტს ჩემპიონთა ლიგისა და ევროპის ლიგის დასამთავრებლად.