ბუკაიო საკამ ამ სეზონში შეიძლება ვეღარ ითამაშოს #1TVSPORT
ბუკაიო საკამ ამ სეზონში შეიძლება ვეღარ ითამაშოს #1TVSPORT

„არსენალის“ ფორვარდი ბუკაიო საკა, რომელმაც მუხლის ტრავმა მიიღო პრემიერლიგის მე-17 ტურში „კრისტალ პალასის“ (5:1) წინააღმდეგ, ხანგრძლივი დროით გამოვიდა მწყობრიდან. ეს ინფორმაცია ლონდონელთა მთავარმა მწვრთნელმა მიკელ არტეტამ გააკეთა.

23 წლის საკა პირველ ტაიმში შეცვალეს და მან სტადიონი ყავარჯნებით დატოვა.

„ის ბევრი კვირით გამოვიდა მწყობრიდან. ეს მძიმე დარტყმა და სერიოზული გამოწვევაა ჩვენთვის. ოპტიმიზმით ველოდები, რომ ის კიდევ შეძლებს ამ სეზონში თამაშს“, – მოჰყავს არტეტას სიტყვები გაზეთ The Independent-ს.

2024-25 წლების სეზონში საკამ 24 მატჩში 9 გოლი გაიტანა და 13 შედეგიანი გადაცემა შეასრულა.

არტეტამ ასევე განაცხადა, რომ გარემარბი რაჰიმ სტერლინგი რამდენიმე კვირას გამოტოვებს.