ბუკაიო საკა ინგლისის ეროვნული ნაკრების წლის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს #1TVSPORT
ბუკაიო საკა ინგლისის ეროვნული ნაკრების წლის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს #1TVSPORT

ლონდონის „არსენალის“ თავდამსხმელი ბუკაიო საკა ინგლისის ნაკრების წლის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. მან ზედიზედ მეორედ გაიმარჯვა გულშემატკივართა გამოკითხვაში, რომელშიც ეროვნული გუნდის უძვირფასეს მოთამაშეს ირჩევენ.

გამოკითხვაში მეორე ადგილზე გავიდა მადრიდის „რეალის“ ნახევარმცველი ჯუდ ბელინგემი, ხოლო მესამე ადგილი მიუნხენის „ბაიერნის“ თავდამსხმელს, ჰარი კეინს ხვდა წილად.

გამოკითხვაში გულშემატკივრები ასევე ითვალისწინებდნენ 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატსაც, სადაც საკამ ხუთ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. ირანთან ინგლისის მიერ მოგებულ თამაშში (6:2) ის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს. მიმდინარე წლის გაზაფხულზე საკამ ინგლისის ნაკრების რიგებში პირველი ჰეთთრიქი შეასრულა ჩრდილოეთ მაკედონიასთან.

„ეს ჩემთვის დაბადების დღის საუკეთესო საჩუქარია. სიტყვები არ მყოფნის, მადლობა“, – განაცხადა საკამ, რომელიც 5 სექტემბერს 22 წლის გახდა.

„არსენალის“ ფეხბურთელის დებიუტი „სამი ლომის“ რიგებში 2020 წელს შედგა. მას შემდეგ მან ეროვნულ გუნდში 28 შეხვედრა ჩაატარა და 11 გოლი გაიტანა.