ბუჯიაშვილი, იაკობიშვილი და გამყრელიძე ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში იასპარეზებენ #1TVSPORT
ბუჯიაშვილი, იაკობიშვილი და გამყრელიძე ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში იასპარეზებენ #1TVSPORT

უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში დღეს სტარტი აიღო ევროპის ჩემპიონატმა თავისუფალი სტილით ჭიდაობაში. პირველ საშეჯიბრო დღეს 10 წონითი კატეგორიიდან ხუთში დაიწყო ასპარეზობები.

კონტინენტის პირველობაზე საქართველოს სახელით მედლების მოსაპოვებლად ხუთმა ქართველმა – ბექა ბუჯიაშვილმა (57 კგ), ბექა ლომთაძემ (65 კგ), ზურაბ იაკობიშვილმა (70 კგ), ვლადიმერ გამყრელიძემ (79 კგ) და ელიზბარ ოდიკაძემ (97 კგ) იასპარეზეს, რომელთაგანაც სამი სპორტსმენი ნახევარფინალში იჭიდავებს, ორი მათგანი კი ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლის შანსს ინარჩუნებენ.

ბექა ბუჯიაშვილი, ზურაბ იაკობაშვილი და ვლადიმერ გამყრელიძე ფინალში გასასვლელად აზერნაიჯანელ მოჭიდავეებს დაუპირისპირდებიან.

ნახევარფინალები თბილისის დროით 20:00 საათზე გაიმართება.დღევანდელ ხუთ წონაში ფინალური ბლოკი ხვალ გაიმართება.