ბუფონს იტალიის თასი კიეზების ორ თაობასთან ერთად აქვს მოგებული #1TVSPORT
ბუფონს იტალიის თასი კიეზების ორ თაობასთან ერთად აქვს მოგებული #1TVSPORT

19 მაისს „იუვენტუსი“ იტალიის თასის ფინალში „ატალანტას“ დაუპირისპირდა, სადაც მეტოქე 2:1 დაამარცხა და ტურნირის გამარჯვებული გახდა. კიდევ ერთი ტიტული მოიპოვა ჯანლუიჯი ბუფონმა. მეორე და გადამწყვეტი გოლი „ატალანტას“ კარში ფედერიკო კიეზამ გაიტანა.

საინტერესოა ის ფაქტი, რომ იტალიელმა მეკარემ პირველად კოპა იტალია 22 წლის წინ, 1999 წელს „პარმას“ შემადგენლობაში მოიგო, სადაც მისი თანაგუნდელი ფედერიკოს მამა, ენრიკო კიეზა იყო. 1999 წლის ფინალში, როცა „პარმა“ „ფიორენტინას“ ხვდებოდა ფედერიკო 2 წლის იყო.

ჯიჯის იტალიის თასი 6-ჯერ აქვს მოგებული, 1998-99 წლებში „პარმას“ შემადგენლობაში, დანარჩენი 5 კი „იუვენტუსში“ – 2014-15, 2015-16, 2016-17, 2017-18 და 2020-21.

„იუვეს“ იტალიის სერია A-ში 75 ქულა აქვს და 1 ქულით ჩამორჩება მე-3 და მე-4 ადგილზე მყოფ „მილანს“ და „ნაპოლის“. პირლოს გუნდი ბოლო ტურში „ბოლონიას“ შეხვდება.