ბუფონმა პარიზი დატოვა
ბუფონმა პარიზი დატოვა

ლეგენდარული იტალიელი მეკარე ჯანლუიჯი ბუფონი „პარი სენ-ჟერმენს“ ტოვებს. ამის შესახებ დაწერა პარიზული კლუბის პრესსამსახურმა. 40 წლის ფეხბურთელს რამდენიმე დღეში ეწურება კონტრაქტი საფრანგეთის ჩემპიონთან.

„ჯენტლმენი მინდორზე და მის მიღმა. არაჩვეულებრივი მეგობარი გუნდში. ჩვენ მას ყოველივე საუკეთესოს ვუსურვებთ“, – წერია განცხადებაში.

ბუფონი პსჟ-ში 2018 წლის ივლისიდან თამაშობდა. ფრანგულ კლუბში ის „იუვენტუსიდან“ თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა. პარიზელთა რიგებში 25 ოფიციალური მატჩი ჩაატარა და 25 გოლი გაუშვა, გახდა საფრანგეთის ჩემპიონი და ქვეყნის თასის მფლობელი.