ბუფონმა მალდინის გაუსწრო და იტალიის ჩემპიონატში ჩატარებული მატჩების რიცხვით აბსოლუტური რეკორდსმენი გახდა
ბუფონმა მალდინის გაუსწრო და იტალიის ჩემპიონატში ჩატარებული მატჩების რიცხვით აბსოლუტური რეკორდსმენი გახდა

ტურინის „იუვენტუსის“ მეკარემ, ჯანლუიჯი ბუფონმა სერია A-ში ჩატარებული მატჩების რაოდენობით რეკორდი დაამყარა.

42 წლის ფეხბურთელი იტალიის ჩემპიონატის 30-ე ტურში „ტორინოს“ წინააღმდეგ ძირითად შემადგენლობაში შეიყვანეს. ეს იყო ბუფონის 648-ე მატჩი სერია A-ში – მან გაუსწრო „მილანის“ მცველს პაოლო მალდინის (647 მატჩი) და ტურნირის ისტორიაში აბსოლუტური რეკორდსმენი გახდა.

168 მატჩი იტალიის ჩემპიონატში ბუფონმა „პარმას“ შემადგენლობაში ჩაატარა, 480 – „იუვენტუსში“.

„იუვენტუსის“ რიგებში ჯანლუიჯი ბუფონს იტალიის ჩემპიონატი ცხრაჯერ აქვს მოგებული (რაც ასევე რეკორდია), ოთხჯერ აიღო იტალიის თასი და ხუთჯერ – სუპერთასი.