ბუფონმა ისაუბრა, როდის აპირებს ფეხბურთიდან წასვლას
ბუფონმა ისაუბრა, როდის აპირებს ფეხბურთიდან წასვლას

ტურინის „იუვენტუსის“ ლეგენდარულმა მეკარემ ჯანლუიჯი ბუფონმა საკუთარი კარიერის შესაძლო დასასრულის შესახებ ისაუბრა.

„ორი წლის წინ კარიერაში პაუზა გავაკეთე და ცხოვრებამ დაუჯერებელი შესაძლებლობები მაჩუქა, – ციტირებს ბუფონს football-italia. – მე საკუთარ პატიოსნებას ვენდობი და ცხოვრებას უფლებას ვაძლევ, რომ გზა მიკარნახოს.

ჩემი ფიზიკური ფორმის გათვალისწინებით, საკუთარ თავს ცუდ სამსახურს გავუწევ თუ კარიერას დავასრულებ. გასახდელშიც და მოედანზეც თავს ლიდერად ვგრძნობ. ჩემზე დიდი პასუხისმგებლობაა, იმის მიუხედავად, რომ ხშირად არ ვარ მოედანზე.

ვალდებული ვარ, გავუფრთხილდე იმ ბავშვს, რომელიც ჩემში დღემდე ცხოვრობს. ახლა სწორი გადაწყვეტილება იქნება, რომ თამაში გავაგრძელო. რამდენი ხანი? სულ ცოტა ივნისამდე“.

იტალიის ჩემპიონატის მე-17 ტურში „სამპდორიას“ წინააღმდეგ 41 წლის მეკარემ „იუვენტუსის“ შემადგენლობაში 647-ე მატჩი ჩაატარა და ამ სტატისტიკით მილანელ პაოლო მალდინის გაუთანაბრდა.