ბუფონი - შანსი თანაბარია, ჩვენ ფავორიტები არ ვართ
ბუფონი - შანსი თანაბარია, ჩვენ ფავორიტები არ ვართ

ჩემპიონთა ლიგის მოახლოებული მერვედფინალების მიმართ ყურადღება სულ უფრო და უფრო იზრდება.
ფეხბურთის გულშემატკივრებში უდიდეს ინტერესს მანჩესტერ იუნაიტედისა და ფრანგული პარი სენ-ჟერმენის დაპირისპირება იწვევს.

ჟოზე მოურინიოს გუნდში ყოფნის დროს, ფავორიტად ყველა ტომას ტუხელის გუნდს მიიჩნევდა, თუმცა სიტუაცია რადიკალურად წითელი ეშმაკების ახალმა მწვრთნელმა, ოლე გუნარ სოლსკიაერმა შეცვალა. ფავორიტად ფრანგულ კლუბს ახლა გუნდის იტალიელი კიპერი, ჯანლუიჯი ბუფონიც არ მიიჩნევს. ჯიჯიმ ჟურნალისტებისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ შანსი თანაბარია და ამ წყვილში ფავორიტი არ არსებობს.

„ფსიქოლოგიურად, გვაქვს გეგმა და ვიცით, თუ საით უნდა წავიდეთ. სამშაბათს მნიშვნელოვანი თამაშია, სადაც უნდა ვაჩვენოთ შესანიშნავი კლასი. მანჩესტერ იუნაიტედის წინააღმდეგ თამაში რთული იქნება, მათ ჩვეულებრივზე უფრო ძლიერი ფეხბურთი უნდა დავუპირისპიროთ. მე არ მივიჩნევ პარი სენ-ჟერმენს ფავორიტად. შანსი თანაბარია“, – ციტირებს ლეგენდარული მეკარის სიტყვებს გოლი (Goal).