ბუფონი რონალდოს - შეგეძლო, ჩემთვის ცოტა ნაკლები გოლი გაგეტანა
ბუფონი რონალდოს - შეგეძლო, ჩემთვის ცოტა ნაკლები გოლი გაგეტანა

„იუვენტუსის“ ლეგენდარულმა მეკარემ, ჯან ლუიჯი ბუფონმა თავის თანაგუნდელს, ასევე ლეგენდარულ ფეხბურთელს, კრიშტიანო რონალდოს ახალი რეკორდის დამყარება მიულოცა.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსის“ პორტუგალიელმა ვარსკვლავმა ცოტა ხნის წინ აბსოლუტური რეკორდი დაამყარა და ოფიციალურ მატჩებში 760 გოლის ავტორი გახდა.

„შეგეძლო, ჩემთვის ცოტა ნაკლები გოლი გაგეტანა. ნებისმიერ შემთხვევაში, გილოცავ კარიერაში კიდევ ერთ რეკორდს – 760! “, – დაწერა ბუფონმა ტვიტერის საკუთარ გვერდზე.

დატოვე კომენტარი