ბუფონი „იუვენტუსთან“ კონტრაქტს 2021 წლამდე გაახანგრძლივებს
ბუფონი „იუვენტუსთან“ კონტრაქტს 2021 წლამდე გაახანგრძლივებს

„იუვენტუსის“ ლეგენდარული მეკარე ჯანლუიჯი ბუფონი ტურინულ კლუბთან კონტრაქტს 2021 წლის ივნისამდე გაახანგრძლივებს, – იუწყება Tuttosport.

მიმდინარე სეზონში 42 წლის ბუფონმა „იუვენტუსის“ შემადგენლობაში 11 მატჩი ჩაატარა, გაუშვა ცხრა გოლი და სამჯერ კარი „მშრალად“ შეინახა.

ჯანლუიჯი ბუფონი „იუვენტუსის“ კარს 2001 წლიდან იცავს.