ბუფონი გამოტყდა, რომ ფრანგულ კლუბში ემოციები არ ეყო
ბუფონი გამოტყდა, რომ ფრანგულ კლუბში ემოციები არ ეყო

მსოფლიოს ყველა დროის საუკეთესო იტალიელი გოლკიპერი ჯანლუიჯი ბუფონი, რომელმაც ცოტა ხნის წინ ფრანგული კლუბი „პარი სენ-ჟერმანი“ დატოვა, გამოტყდა, რომ პარიზში მისთვის ემოციები საკმარისი არ აღმოჩნდა, იტყობინება „ფუტბოლ იტალია“.

„გეტყვით სიმართლეს, მე ყოველთვის ემოციების ძიებაში ვარ. „პსჟ“ მთავაზობდა კონტრაქტის გაგრძელებას მეორე მეკარის როლში, მაგრამ მე უარი განვაცხადე. თანხას ჩემთვის დიდი მნიშვნელობა არ ქონდა. ამ დღეებში რამოდენიმე საინტერესო შეთავაზება მივიღე. კარგად დავფიქრდები და შემდეგ მივიღებ გადაწყვეტილებას“, – ამბობს ბუფონი.

2018/2019 წლების სეზონში იტალიელმა გოლკიპერმა ფრანგული კლუბის რიგებში 25 მატჩი ჩაატარა და 25 გოლი გაუშვა.