ბუფონი - „ბარსელონასთან“ გამარჯვებამ საკუთარი თავის რწმენით დაგვმუხტა
ბუფონი - „ბარსელონასთან“ გამარჯვებამ საკუთარი თავის რწმენით დაგვმუხტა

„იუვენტუსის“ ლეგენდარულმა მეკარემ, ჯანლუიჯი ბუფონმა ჩემპიონთა ლიგის მეექვსე ტურის მატჩი შეაფასა, რომლშიც ტურნელებმა კატალონიელბს სტუმრად სამი უპასუხო ბურთი გაუტანეს (0:3).

„ვფიქრობ, რომ ამ შეხვედრამ ჩვენ საკუთარი თავის რწმენით დაგვმუხტა, – მოჰყავს ბუფონის სიტყვები უეფა-ს პრესსამსახურს. – 2:0 გამარჯვების შემდეგ, აქ ჩამოხვიდე და ასე ითამაშო – ფანტასტიკაა.

დარწმუნებული ვარ, რომ ეს შემთხვევითობა არ არის. მწამს, რომ შრომამ და სერიოზულმა დამოკიდებულებამ საქმის მიმართ, შეიძლება ასეთი შედეგი გამოიღოს. მჯერა, რომ ყველა თავისი ძალისხმევის მიხედვით იღებს საზღაურს.

ეს არ არის მხოლოდ მოტივაცია, ეს გზაა, სადაც არის აღმასვლაც და დაცემაც. სანამ თანმიმდევრობას იპოვი, საჭიროა ამ გზის გავლა, რომელიც წარუმატებელი და დიდებული მატჩებისგან შედგება. საკუთარ თავში უნდა იპოვო სურვილი, სული და ძალა, წინააღმდეგ შემთხვევაში მაგიდის ფეხბურთსაც ვერ მოიგებ“, – მიიჩნევს ჯანლუიჯი ბუფონი.