„ბუდუჩნოსტის“ სამმატჩიანი მოგებათა სერია „ცეესკამ“ შეწყვიტა | ევროლიგა
„ბუდუჩნოსტის“ სამმატჩიანი მოგებათა სერია „ცეესკამ“ შეწყვიტა | ევროლიგა

გოგა ბითაძისბუდუჩნოსტი“ „ევროლიგის“ 21-ე ტურში „ცეესკას“ ესტუმრა და დიდი ანგარიშით 99-69 დამარცხდა.

ქართველ ცენტრს ახალ კლუბში გადასვლის შემდეგ ყველაზე ცუდი თამაში ჰქონდა – მან მატჩის დასრულებამდე ხუთი ჯარიმა მიიღო და გუნდს ნაადრევად დააკლდა. პარკეტზე გატარებულ არასრულ 23 წუთში ბითაძემ ქულის მოპოვება ვერ მოახერხა და მის ანგარიშზე მხოლოდ ორ-ორი მოხსნა და დაფარება იყო.

რუსული კლუბის შემადგენლობაში შეუჩერებელი იყო ნანდე დე კოლო, რომელმაც 26 ქულას,  შვიდ მოხსნას, ამდენივე ასისტს და ორ ჩაჭრას მოუყარა თავი. კარგად ითამაშა და 17 ქულა მოაგროვა დანიელ ჰაკეტმა.

21 ტურის შემდეგ „ცეესკა“ სატურნირო ცხრილის მესამე ადგილზეა, ხოლო ბითაძისბუდუჩნოსტი“ კი აუტსაიდერებს შორისაა და მე-15 ადგილს იკავებს.