ბითაძის 23 ქულა „მილანთან“ და მატჩის MVP-ის სტატუსი [ვიდეო]

საკალათბურთო „ევროლიგაზე“ მორიგი შეხვედრა გამართა „ბუდუჩნოსტმა“, რომელშიც საქართველოს ნაკრების ცენტრი, გოგა ბითაძე თამაშობს. ამჯერად მონტენეგროული კლუბი „მილანს“ ეწვია და მატჩი 111-94 დათმო.

წაგებულ კლუბში კვლავ გამორჩეული იყო ბითაძე, რომელიც ვერაფრით ვერ შეაჩერეს. მან არასრულ 27 წუთში 23 ქულას, რვა მოხსნას (ხუთი შეტევაში), სამ დაფარებას და ორ ასისტს მოუყარა თავი. გოგას სარგებლიანობის ინდექსმა 31-ს მიაღწია, რაც ორივე გუნდის რიგებში საუკეთესო მაჩვენებელია.

„მილანის“ რიგებში შესანიშნავი შეხვედრა ჩაატარა ვლადიმირ მიჩოვმა. სერბი კალათბურთელის ანგარიშზე 20 ქულა და ხუთი შედეგიანი გადაცემა იყო.

ამ დაპირისპირების შემდეგ იტალიურ კლუბს რვა გამარჯვება და ამდენივე მარცხი დაუგროვდა და სატურნირო ცხრილში მეშვიდე ადგილზე იმყოფება. რაც შეეხება „ბუდუჩნოსტს“, ბითაძის კლუბი სამი გამარჯვებითა და 13 მარცხით ბოლოსწინა, მე-15 ადგილზეა. მონტენეგროს კლუბი მე-17 ტურში სტუმრად, თელ ავივის “მაკაბის” წინააღმდეგ ითამაშებს