გოგა ბითაძის ორმაგი დუბლი – „ბუდუჩნოსტმა“ მოქმედი ჩემპიონი დაამარცხა

23:50, 18.01.2019
PODGORICA, MONTENEGRO - JANUARY 11: Players BUDUCNOST VOLI PODGORICA celebrating after the 2018/2019 Turkish Airlines EuroLeague Regular Season Round 18 game between Buducnost Voli Podgorica and Darussafaka Tekfen Istanbul at Moraca on January 11, 2019 in Podgorica, Montenegro.  (Photo by Savo Prelevic/EB via Getty Images)

მონტენეგროს „ბუდუჩნოსტში“ გადასვლის შემდეგ, გოგა ბითაძემ, ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო საკალათბურთო ტურნირზე, პირველი ორმაგი დუბლი შეასრულა. ქართული (და არამარტო) კალათბურთის ამომავალმა ვარსკვლავმა, მადრიდის „რეალთან“ ბრწყინვალედ ითამაშა და შთამბეჭდავი სტატისტიკაც დააფიქსირა. 19 წლის ცენტრმა, 27:37 წუთში, 13 ქულა, 10 მოხსნა (ოთხი მეტოქის ფარზე) 3 დაფარება და 1 ჩაჭრა შეასრულა. გოგამ 6 დან 3 ორქულიანი, 4 დან 4 საჯარიმო და 5 დან 1 სამქულიანი ტყორცნა გამოიყენა. რაც მთავარია, ბითაძემ, საჭირო და გადამწყვეტ მომენტებში, ითამაშა თითქმის უშეცდომოთ, როგორც დაცვაში ასევე შეტევაში.

მასპინძლებმა, ევროპის ყველაზე ტიტულოვან მეტოქეს არცერთი მეოთხედი არ მოაგებინეს და საბოლოოდ 13 ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 73-60 დაამარცხეს. „ბუდუჩნოსტი“, 19 ტურის შემდეგ, 5 მოგებით და 14 მარცხით, ტურნირის ერთერთი აუტსაიდერია. პოდგორიცას გუნდი 20-ე ტურში, საკუთარ მოედანზე, ესპანურ „გრან კანარიას“ უმასპინძლებს.

მსგავსი