ბუდუ ზივზივაძის „კარლსრუემ“ სტუმრად „ნიურნბერგი“ დაამარცხა #1TVSPORT
ბუდუ ზივზივაძის „კარლსრუემ“ სტუმრად „ნიურნბერგი“ დაამარცხა #1TVSPORT

ბუდუ ზივზივაძის „კარლსრუემ“ გერმანიის მეორე ბუნდესლიგის 31-ე ტურის მატჩი სტუმრად „ნიურბერგთან“ ჩაატარა და 1:0 გაიმარჯვა.

საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი მასპინძელთა ძირითად შემადგენლობაში იყო და 68 წუთი ითამაშა. „კარლსრუე“ პირველ ნახევარში დამაჯერებლად უტევდა და 36-ე წუთზე კონტრშეტევაზე იგორ მატანოვიჩის გოლით ანგარიში გახსნა.

„ნიურნბერგი“ მეორე ნახევარში თამაშის გამოსწორებას შეეცადა, მომენტებიც შექმნა, მაგრამ სტუმართა დაცვა საიმედოდ თამაშობდა.

„კარლსრუე“ 31 ტურის შემდეგ 49 ქულით მეხუთე ადგილზეა და ბუნდესლიგაში გადასვლის მხოლოდ თეორიულ შანსს ინარჩუნებს.