ბუდუ ზივზივაძის „ჰაიდენჰაიმი“ გასვლით მატჩში „ლაიპციგს“ დაუზავდა #1TVSPORT
ბუდუ ზივზივაძის „ჰაიდენჰაიმი“ გასვლით მატჩში „ლაიპციგს“ დაუზავდა #1TVSPORT

ბუდუ ზივზივაძისჰაიდენჰაიმმა“ გერმანიის ბუნდესლიგაში „ლაიპციგთან“ კარგი თამაში ჩაატარა და მოგებაც შეეძლო, მაგრამ ორბურთიანი უპირატესობა ვერ შეინარჩუნა და მხოლოდ ქულას დასჯერდა – 2:2.

ჰაიდენჰაიმში“ გადასვლის შემდეგ ბუდუ ზივზივაძე პირველად მოხვდა სათადარიგოთა შორის და ბუნდესლიგის 23-ე ტურის შეხვედრაში მოედანზე მხოლოდ შეცვლაზე, 83-ე წუთზე შევიდა, როდესაც უკვე ანგარიში 2:2 იყო.

ჰაიდენჰაიმი“ პირველ ტაიმში ჰონსაკისა (6) და პირინგერის (13) გოლებით სწრაფად დაწინაურდა. მაგრამ 45+2-ე წუთზე ოპენდამ სხვაობა შეამცირა, ხოლო შეშკომ (64) პენალტით წონასწორობა აღადგინა.

ჰაიდენჰაიმმა“ ზედიზედ ხუთი წაგების შემდეგ ქულა მოიპოვა, 15 ქულით ბუნდესლიგის სატურნირო ცხრილში მე-16 ადგილზეა და გერმანიის მთავარ ლიგაში დამრჩენი გუნდების ზონას 6 ქულით ჩამორჩება.