ბუდუ ზივზივაძის „ჰაიდენჰაიმი“ ბუნდესლიგას დაემშვიდობა #1TVSPORT
ბუდუ ზივზივაძის „ჰაიდენჰაიმი“ ბუნდესლიგას დაემშვიდობა #1TVSPORT

ბუდუ ზივზივაძისჰაიდენჰაიმმა“ ბუნდესლიგის ბოლო „მაინცს“ უმასპინძლა, 0:2 წააგო და ბუნდესლიგაში ადგილი ვერ შეინარჩუნა.

ლიგაში დარჩენისთვის მებრძოლი ქართველის გუნდისთვის შეხვედრა გადამწყვეტი იყო, მაგრამ მათი იმედები „მაინცმა“ პირველივე ტაიმში გააქარწყლა – მე-7 წუთზე ტიციმ ანგარიში გახსნა, პირველი ტაიმის ბოლოს კი ამირმა „ჰაიდენჰაიმს“ მეორე ბურთიც გაუტანა.

პარალელურად, ერთმანეთს „ჰაიდენჰაიმის“ კონკურენტები დაუპირისპირდნენ – „ზანქტ-პაული“ საკუთარ მოედანზე „ვოლფსბურგთან“ 1:3 დამარცხდა და „ჰაიდენჰაიმთან“ ერთად მეორე ბუნდესლიგაში დაქვეითდა.

გიორგი გოჩოლეიშვილის „ჰამბურგი“ „ლევერკუზენს“ ესტუმრა, ქულა მოიპოვა (1:1) და ბუნდესლიგაში დარჩა. გოჩოლეიშვილს არ უთამაშია – საქართველოს ნაკრების  მცველს გერმანულ კლუბთან იჯარის ვადა ამოეწურა და „შახტარში“ დაბრუნდება.