ბუდუ ზივზივაძის გუნდი კვლავ აგებს - „მეზოკოვეშდი“ „ჰონვედთან“ დამარცხდა
ბუდუ ზივზივაძის გუნდი კვლავ აგებს - „მეზოკოვეშდი“ „ჰონვედთან“ დამარცხდა

უნგრეთის თასის ფინალში დამარცხების შემდეგ, ბუდუ ზივზივაძის „მეზოკოვეშდი“ ძალიან აირია – გუნდმა უნგრეთის ჩემპიონატის 29-ე ტურის შეხვედრაც წააგო.

„მეზოკოვეშდმა“ საშინაო არენაზე ბუდაპეშტის „ჰონვედი“ მიიღო და ანგარიშით 1:2 დამარცხდა. ბუდუ ზივზივაძე მასპინძელთა ძირითად შემადგენლობაში იყო და მატჩის მიწურულს შეცვალეს.

უნგრეთში სეზონი 17 მაისს თასის ნახევარფინალური შეხვედრებით განახლდა. საქართველოს ნაკრების თავდამსხმელის გუნდმა ეს ეტაპი „ფეჰერვართან“ გასვლაზე გატანილი მეტი გოლების წყალობით მოიგო (შინ 1:1, გასვლაზე 2:2), მაგრამ თამაში არ მოუგია.

მას შემდეგ გუნდმა უნგრეთის ჩემპიონატში ოთხი შეხვედრა ჩაატარა და ერთიც ვერ მოიგო.. პლუს, თასის ფინალში „მეზოკოვეშდმა“ სწორედ „ჰონვედთან“ წააგო და მაშინაც – 1:2. საერთოდ, გუნდის წარუმატებლობა უკვე მეცხრე ოფიციალური შეხვედრაა გრძელდება და „მეზოკოვეშდი“ სამი ქულის მოპოვებას ვერ ახერხებს.

ამის მიუხედავად, „მეზოკოვეშდი“ ჩემპიონატში მესამე ადგილს ინარჩუნებს. მაგრამ „პუშკაშის აკადემიამ“ სხვაობა ორ ქულამდე შეამცირა.