ბუდუ ზივზივაძის აღიარება - ქართველი თავდამსხმელი გულშემატკივრებმა წლის სიმბოლურ ნაკრებში დაასახელეს #1TVSPORT
ბუდუ ზივზივაძის აღიარება - ქართველი თავდამსხმელი გულშემატკივრებმა წლის სიმბოლურ ნაკრებში დაასახელეს #1TVSPORT

ბუდუ ზივზივაძე უნგრეთის ჩემპიონატის წლის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა – საქართველოს ნაკრებისა და „უიპეშტის“ თავდამსხმელი გულშემატკივრებმა გამოცემა nemzetisport გამოკითხვაში გამოარჩიეს.

2021-2022 წლების სეზონის ოცნების გუნდში 27 წლის თავდამსხმელი მკითხველებმა შეიყვანეს თავდამსხმელთა ტრიოში, სადაც ასევე მოხვდნენ ადამ მარტინი („პაკში“, უნგრეთის ნაკრების წევრი) და რაიან მაი („ფერენცვაროში“, მაროკოს ნაკრების წევრი).

გუნდი 4-3-3 სქემით არის შედგენილი. 2021–2022 წლების სეზონის სიმბოლურ ნაკრებში შევიდა შვიდი ლეგიონერი და უნგრეთის ეროვნული ნაკრების ოთხი მოთამაშე.

ბუდუ ზივზივაძემ, რომელიც „უიპეშტმა“ „ფეჰერვარიდან“ იჯარით დაიმატა, გაზაფხულზე 12 მატჩში 11 გოლი გაიტანა, ტურის სიმბოლურ ნაკრებში კი 9 ჯერ მოხვდა, მანამდე „ფეჰერვარში“ ჩატარებულ 12 მატჩში მეტოქეთა კარი მხოლოდ 2-ჯერ აიღო. ზივზივაძემ 2323 ხმა მიიღო, ანუ მას მხარი გამოკითხულთა 45%-მა დაუჭირა.