ბუდუ ზივზივაძეს „კარლსრუეში“ ემოციური დახვედრა მოუწყვეს [ვიდეო] #1TVSPORT
ბუდუ ზივზივაძეს „კარლსრუეში“ ემოციური დახვედრა მოუწყვეს [ვიდეო] #1TVSPORT

საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელს, ბუდუ ზივზივაძეს „კარლსრუეში“ შესანიშნავი დახვედრა მოუწყვეს. ზივზივაძე გერმანიაში საქართველოს ნაკრებთან ერთად ევროპის ჩემპიონატზე გასვლის შემდეგ დაბრუნდა.

„ევროპის ჩემპიონატზე გასვლის შემდეგ ჩვენი თავდამსხმელი გუნდში დაბრუნდა! ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ, რომ ბუდუს თბილად დავხვედროდით“, – წერია „კარლსრუეს“ ოფიციალური გვერდის განცხადებაში.

ფეხბურთელები ზივზივაძეს საქართველოს დროშებით შეეგებნენ და წარმატება მიულოცეს, ბუდუმ კი თანაგუნდელებს მადლობა გადაუხადა.

შეგახსენებთ, რომ ბუდუ ზივზივაძემ ევრო 2024-ის პლეი ოფის ნახევარფინალში ლუქსემბურგთან შეხვედრაში დუბლი შეასრულა.