ბუდუ ზივზივაძეს გოლი არ ჩაუთვალეს - „კარლსრუე“ სეზონში პირველად დამარცხდა #1TVSPORT
ბუდუ ზივზივაძეს გოლი არ ჩაუთვალეს - „კარლსრუე“ სეზონში პირველად დამარცხდა #1TVSPORT

გერმანიის მეორე ბუნდესლიგაში ბუდუ ზივზივაძის „კარლსრუე“ „ვეჰენს“ დაუპირისპირდა და 0:1 დამარცხდა.

მესამე ტურის გასვლით შეხვედრაში ბუდუ ზივზივაძე „კარლსრუეს“ სათადარიგოთა სკამზე იყო, მოედანზე კი 56-ე წუთზე გამოჩნდა, როდესაც მისი გუნდი უკვე ანგარიშით 0:1 მარცხდებოდა.

„ვეჰენმა“ თამაში კარგად დაიწყო და 22-ე წუთზე დაწინაურდა. მასპინძლების შეტევა სამხრეთკორეელმა ლეგიონერმა, ჰუნ ჯუ ლიმ დააგვირგვინა. „კარლსრუე“ მეორე ტაიმში თამაშის გადარჩენას ცდილობდა. 88-ე წუთზე ზივზივაძემ გაიტანა, მაგრამ ვიდეორეფერიმ გოლი არ ჩათვალა და „კარლსრუემ“ სეზონში პირველი მარცხი იწვნია.

სამი ტურის შემდეგ ქართველის გუნდმა ოთხი ქულა დააგროვა და მერვე ადგილზეა.